თავში

ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო - სოფო ბედია

ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო - სოფო ბედია
ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო - სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია შოუბიზნესის ახალ კლასტერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სულ "15 ჯანმრთელი ადამიანი შეიკრიბა" და დაბადების დღე რეგულაციების დაცვით აღნიშნეს.

"რეგულაციებს არ ვარღვევ და კანონმორჩილი ადამიანი ვარ! კორონა 3 თვის წინ გადავიტანე (საკმაოდ მსუბუქად) იზოლირებულად და ყველანაირი წესის დაცვით! საფრთხეს არ წარმოვადგენ არავისთვის და არც არასოდეს შევუქმნი პრობლემას!

30 მარტს ჩემი მეგობრის ცირა ბზიშვილის დაბადებისდღე ავღნიშნეთ ვიწრო წრეში! შევიკრიბეთ 15 ჯანმრთელი ადამიანი სრული წესების დაცვით, 5 კაცი ვიჯექით თითო მაგიდასთან! 7:50 წუთზე დავიშალეთ! ბოდიში ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ! ჩვენი გართობა გახდა სალაპარაკო ისედაც ცხოვრება მოგვბეზრდა ისეთ რეალობაში ვართ! შეიხედეთ სხვა რესტორნებში რა ხდება და არავისგან გამორჩეულად არ აგვიღნიშნია! ძალიან ცუდია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასეთი ცუდი სახით რომ აშუქებენ!!! და სადღაც კლუბში აზელილ სიტუაციას რო ამონტაჟებენ ჩვენთან ერთად!!!" - წერს სოფო ბედია. 

ცნობისთვის,  11 აპრილს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილი ადამიანები დაბადების დღის აღსანიშნად რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით ქართველი მომღერლების ნაწილმა გასულ წელს,  მუსიკალური რგოლი გამოაქვეყნეს სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ - დარჩნენ სახლში. კლიპში, რომელსაც გასულ წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მონაწილეობს სოფო ბედიაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system