თავში

ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში - მამუკა ხაზარაძე

ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში - მამუკა ხაზარაძე
ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში - მამუკა ხაზარაძე

"ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში. მე მჯერა იმის, რომ უახლოეს წლებში სწორედ თქვენნაირი ახალგაზრდები შეცვლიან ქვეყანას და თქვენ გელოდებათ მთელი საქართველო" - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ქართულ-ამერიკული აკადემიის კურსდამთავერბულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე. 

მან აკადემიაში ადკავებული თანამდებობა დატოვა და განვლილ 20 წელზე, მიღწევებსა და დიპლომებზე ისაუბრა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის აღიარებული. 

„20 წლის შემდეგ ვტოვებ ამ აკადემიას, როგორც თანა თავმჯდომარე. კანონმდებლობის თანახმად არ შეიძლება იყო ამ პოზიციაზე, როცა არჩეული ხარ დეპუტატად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სადმე შორს მივდივარ. მე ვიქნები ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ აკადემიის, თითოეული თქვენთაგანის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის განათლებაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system