თავში

ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა - პატრიარქი

ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა - პატრიარქი
ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა - პატრიარქი

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს მიმართა. 

მან საქართველოს პრეზიდენს, სალომე ზურაბიშვილს ნინოობა მიულოცა. 

„ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ, ვინც ატარებს მის სახელს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას. ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს.

წმინდა ნინოს ცხოვრება – ეს არის უდიდესი სასწაული. თქვენ გიფიქრიათ იმაზე, თუ საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ამდენი ენერგია, რომ წამოსულიყო ამ შორეულ ქვეყანაში?! ღმერთი იყო მასთან, ღმერთი იფარავდა მას და მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას.

შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი. შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!“ - თქვა პატრიარქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system