თავში

ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელის - ცერცვაძე

ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელის - ცერცვაძე
ჩვენი სახელმწიფო ალბათ უკეთ მუშაობს, ვიდრე ისრაელის - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იცრება, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ზე ნაკლები არ არის.

მისივე შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელი, რადგან მათ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბევრად მეტი აქვთ.

,,ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4 000-ზე ქვემოთ. გუშინ იყო, მაგალითად, 5 000 ახალი შემთხვევა. ისრაელი ორჯერ დიდია ჩვენზე, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისინი 9 მილიონი არიან. ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა ახალი, ხან 100, ხან 200 და ისრაელს აქვს 4-5 000 შემთხვევა. ამით მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს.

სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი, ვაქცინასთან წყვილში, აი, მაშინ დამარცხდება პანდემია. ვაქცინით მოვახდენთ პრევენციას, მედიკამენტით მოვახდენთ ყველას განკურნებას და აღარ იქნება სიკვდილობა.

ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა. ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს, ალბათ, ვიდრე ისრაელი, ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე ათჯერ მეტი ახალი შემთხვევები აქვთ. არ უნდა დავაკნინოთ ყველაფერი ჩვენი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system