თავში

ჩვენს პატრიარქს მხნეობას ვუსურვებ - შალვა პაპუაშვილი

ჩვენს პატრიარქს მხნეობას ვუსურვებ - შალვა პაპუაშვილი
ჩვენს პატრიარქს მხნეობას ვუსურვებ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს.
პატრიარქს, რომელმაც ჩაიბარა ფაქტობრივად უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრით და 40-მდე სასულიერო პირით... დღეს კი მას, 89 წლის იუბილეს, 2000-მდე ეკლესიის 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ასიათასობით მრევლი ულოცავს.
ეს გამრავლებული მადლი და ერის სიყვარულია ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე მისი ღვაწლის ყველაზე თვალსაჩინო დასტური.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას!
დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!“,
- ნათქვამია მილოცვის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 89 წელი შეუსრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system