თავში

ჩვენც ადამიანები ვართ - პაატა იმნაძე

ჩვენც ადამიანები ვართ - პაატა იმნაძე
ჩვენც ადამიანები ვართ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსს უკვე 10 ექიმი ემსხვერპლა.

"სამწუხაროდ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი კოლეგა ამ ვირუსთან ბრძოლას შეეწირა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები გვაქვს. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც ვეწირებით ამ ბრძოლას. უკვე დაახლოებით 10 ჩემი კოლეგა შეეწირა ამ ბრძოლას," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსს დღს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. ვირუსით კლინიკა "იმედის" თანამშრომელი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system