თავში

CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევები გაიზარდა - "თბილისი ენერჯი"

CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევები
CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევები გაიზარდა - თბილისი ენერჯი

კომპანია „თბილისი ენრეჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ბუნებრივი აირი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიხმარონ.

კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ გამაფრთხილებელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბოლო წლებში CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევები გაზრდილია. 

დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო თვეში 23 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი კი ფატალურად  დასრულდა.

კომპანიის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში, ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო, დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენრეჯი“ მოუწოდებს აბონენტებს, არ გამოიყენონ მათ მიერ დალუქული მოწყობილობა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაზის სუნის შემჩნევის შემთხვევაში, დარეკონ 144-ის ცხელ ხაზზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system