თავში

COVID-19-ის გამო, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

COVID-19-ის გამო, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა
COVID-19-ის გამო, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. 

ადგილზე კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მისი ინფიცირება „რუსთავის კლასტერს“ უკავშირდება.

,,აღნიშნული შემთხვევა ,,რუსთავის კლასტერს" უკავშირდება. მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და საჩხერის ბაზაზე, ჩატარებული ტესტირებით, სხვა არცერთ ადამიანს ვირუსი არ უფიქსირდება", - განუცხადეს report.ge-ს თავდაცვის სამინისტროში.

კარანტინში რჩება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system