თავში

COVID-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით - VIDEO

COVID-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით - VIDEO
COVID-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით  - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარას უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

"აჭარაში გახლავთ ახალი შემთხვევების 66% - ეს არის 297 შემთხვევა, თბილისში 17%-ია და 78 პაციენტს შეადგენს, იმერეთი 11%- 52 პაციენტია ინფიცირებული. სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია. ქვემო ქართლში 2 პაციენტი, კახეთში 3 პაციენტი, მცხეთა-მთიანეთშიც 2-ია, სამცხე ჯავახეთში 1 შემთხვევა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 43 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system