თავში

COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტზე ტესტირებამ, პასუხი, საეჭვო დადებითი აჩვენა- ამის შესახებ განცხადება თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა. 

მარეხი ბექაიას განცხადებით კოვიდდადასტურებული შემთხვევა, 50 წლამდე კაცი, ტრაილერის მძღოლია. მას ინფექცია საზღვრის კვეთისას დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. 

"ამჟამად კლინიკაში 53 პაციენტი იმყოფება. გუშინ ჩატარებული კვლევებიდან მოვიდა, ერთ პაციენტზე დადებითი პასუხი და მეორე პაციენტზე საეჭვო დადებითი. დადებითი არის ტრაილერის მძღოლი, 50 წლამდე მამაკაცი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ტრაილერის მძღოლი ქართველია, საზღვრის კვეთის დროს დაუფიქსირდა, სწრაფი ტესტით დადებითი, სადახლოდან არის მოყვანილი ეს პაციენტი და გამოიგზავნა ჩვენთან შემდეგ უკვე "პისიარ"კვლევით დადასტურდა, რომ დადებითია. საეჭვო დადებითი არის 30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ეპიდ ანამნეზი მნიშვნელოვანი არ გააჩნია, ანუ არ გამოხატავს რაიმე ურთიერთობებს საზღვრის კვეთას, ინფიცირებულთან კონტაქტს და ა.შ. ამ დროისთვის ორივე გაგზავნილია მცხეთის კლინიკაში ",- განაცხადა მარეხი ბექაიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system