თავში

დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს

დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს

დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს. მის წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მე, დეკანოზი თადეოზ სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. 

მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან.

წერილი მოწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დეკანოზი თადეოზ სარალიძე საკვირაო ქადაგებაში ამბობს, რომ სჯობს ბავშვი მოკვდეს, ვიდრე უმაქნისი, ხელმოცარული სპორტსმენი და "დიდი ვირი" გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system