თავში

და ეს დღეც დადგა - რა სიახლის შესახებ წერს მარიამ კუბლაშვილი

და ეს დღეც დადგა - რა სიახლის შესახებ წერს მარიამ კუბლაშვილი
და ეს დღეც დადგა - რა სიახლის შესახებ წერს მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, თბილისის საქალქო სასამართლოს ტერიტორიაზე ადვოკატთა ასოციაციის ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. 

როგორც კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მშენებლობის დასრულებისა და ოფისის გახსნის შემდეგ ადვოკატებს პროცესიდან პროცესამდე ლოდინი სასამართლოს შენობაში აღარ მოუწევთ, რადგან ადვოკატთა ასოციაციის ოფისის კარი მათთვის ღია იქნება. 

"დაა ეს დღეც დადგა. სულ მალე ჩვენ, ადვოკატებს საქალაქო სასამართლოს გვერდით საკუთარი შენობა გვექნება. დიახ, მშენებლობა უკვე დაიწყო. მოხარული ვარ, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, როგორც აღმასრულებელი საბჭოს წევრს მონაწილეობა მიმეღო სიმბოლურად მშენებლობის დაწყების ცერემონიალში და ისტორიულ გზავნილზე ხელმოწერა დამეფიქსირებინა, ცხადია ყველა ადვოკატის სახელით. 

ალბათ უკვე იცით, რომ მას შემდეგ, რაც ეს სასწაული შენობა აშენდება არცერთ ადვოკატს აღარ მოუწევს საათობით ლოდინი პროცესიდან პროცესამდე, ის საკუთარ ოფისში გადაირბენს და კომფორტულად მოთავსდება, თან დროს არ დაკარგავს და შენობის სამართლის მდიდარი ბიბლიოთეკით ან აქვე არსებულ სხვადასხვა მომსახურებით შეიქცევა თავს. 

საკუთარი ოფისი არ გაქვთ? კლიენტთან შეხვედრა გსურთ? - კარი ღიაა, ადვოკატთა ასოციაციის წარმოსადეგი ოფისი ყველა ადვოკატს კომფორტს შეუქმნის, აქ ჩვენ ყველა ჩვენივე სახლში გავერთიანდებით. აქ ადგილი ყველასთვისაა. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ ამ დიდ საქმეს. ჩვენი პროფესია ძლიერდება რეპუტაციულად, ჩვენი ერთობა მყარდება და მრავალი გამარჯვება ჯერ კიდევ წინაა" - წერს კუბლაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system