თავში

მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებსა და შშმ პირებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებსა და შშმ პირებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ
მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებსა და შშმ პირებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაფართოვებული ტესტირების ფარგლებში ჩაერთვებიან მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები, სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები ცხოვრობენ.

„გვქონდა შეხვედრა ყველა კლინიკის ხელმძღვანელთან, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არის ჩართული კოვიდინფექციის მართვაში. განვიხილეთ დეტალები, თუ რა შედეგი აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან როგორც პაციენტების მართვის, მკურნალობის პერიოდში, ასევე საწოლ ფონდთან მიმართებაში. განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში. ეს ჯგუფებიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად, რათა არ მოხდეს ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად სარისკოა " - განაცხადა ტიკარაძემ. 

მინისტრის თქმით, ისინი უკვე მზად არიან ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა ჯერ დოკუმენტური პროცედურების დასრულებაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system