თავში

დააკავეს პირი, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა

დააკავეს პირი, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით
დააკავეს პირი, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფონიჭალაში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელმაც ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირს ნარკოტიკი მიჰყიდა. 

1987 წელს დაბადებული ფ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system