თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ჩინური "სინოვაკის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

"2021 წლის 9 ივნისს დაიწყო სინოვაკის (CoronaVac -Vero Cell, Inactivated) ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია, ხოლო 14 ივნისიდან კვლავ განახლდება სინოვაკის როგორც პირველი, ისე მეორე დოზებზე რეგისტრაცია.

სინოვაკის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.

სინოვაკის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე", - აღნიშნულია NCDC-ის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system