თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბოდიშს იხდის

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბოდიშს იხდის
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბოდიშს იხდის

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებაა, რაც ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა და საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება გააცნო:

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს თანამოქლაქეებს კოვიდ19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის სრულად აცრიალია 84 000-ზე მეტი მოქლაქე. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და "კოვაქს" პლატორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის. 

ამასთან, "კოვაქს" პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდშს შექმნილი უხერხულობისთვის“ , - აცხადებს გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system