თავში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისხლის უანგარო დონაციის კვირეულს აცხადებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისხლის უანგარო დონაციის კვირეულს აცხადებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სისხლის უანგარო დონაციის კვირეულს აცხადებს

COVID19-ის პანდემიამ 20-30%-ით შეამცირა სისხლის მარაგები მთელს მსოფლიოში. საქართველო, ისევე როგორც, მრავალი ქვეყანა გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა, COVID19-ის პანდემიის პირობებში, შეზღუდული მობილობისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, სისხლის უანგარო დონორები განაგრძობდნენ სისხლის დონაციას იმ პაციენტებისათვის, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სისხლის უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში იწყებს სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას სახელწოდებით „გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე“ მხარდამჭერ ორგანიზაციებთან (საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი) თანამშრომლობით.

ამ კამპანიის ფარგლებში, 17 სექტემბერს გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი მიიღებს მონაწილეობას. ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კარგად ესმით სისხლის მარაგების სასიცოცხლო მნიშვნელობა, სისხლს უანგაროდ გაიღებენ პაციენტთა დასახმარებლად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს სისხლი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

„სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს! სისხლის პროდუქტების მიღების ერთ-ერთი გზა სისხლის ჩაბარებაა! ერთ უანგარო დონორს, ერთჯერადი დონაციით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!“- აცხადებენ დაავადებათა კონტროლსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system