თავში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

"გაიგე როგორ მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი",დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ტექნიკური ხარვეზები ჯავშნების პორტალზე აღმოფხვრილია.

"მადლობას გიხდით მაღალი ინტერესისთვის და ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

სინოფარმის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეუძლია მას, ვისაც პირველი აცრიდან ზუსტად 21-ე დღეს უნდა აცრის გაკეთება.

მათთვის ვინც პირველი აცრიდან 21-28 დღის ინტერვალში რომელიმე თარიღის არჩევა სურს, ამას შეძლებს 20 მაისის 20:00 საათიდან.

"სინოფარმის" პირველი დოზისთვის რეგისტრაციის მოთხოვნა მაღალია, მეორე მხრივ მარაგი შეზღუდულია. "სინოფარმის" დამატებით დოზებს ველოდებით ივნისში. 

"ასტრაზენეკას" პირველი დოზით აცრისთვის დარეგისტრირება შუეძლია 45 წლის და უფროს მოქალაქეებს.

გრძელდება "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაციაც. მეორე დოზისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge.

"ფაიზერის" არსებული მარაგებით მოქალაქეების სრულად აცრის პროცესი რამდენიმე დღეში დამთავრდება. დამატებითი დოზების მისაღებად მოლაპარაკებები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system