თავში

დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა
დაბა მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. ამის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მიუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, „კოვიდ 19“-ის ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და აღნიშნულ პირებს ვირუსი, სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან 75 წლის პაციენტი შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system