თავში

"დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები!" - მიმართვა საქართველოს მთავრობას

"დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები!" - მიმართვა საქართველოს მთავრობას
დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები! - მიმართვა საქართველოს მთავრობას

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" საქართველოს მთავრობას მოქალაქეების მიერ კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმების დაბრუნებას სთხოვს.

პარტიაში აცხადებენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ჯარიმები უკვე გადაიხადეს, ხელისუფლება უსამართლოდ ექცევა.

"პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით - სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

ნახეთ, ვის ჩამოეწერება ჯარიმები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system