თავში

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა
დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა. 

60 წლამდე მამაკაცი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში სანადიროდ იყო წასული. მას იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა.

დაჭრილმა დასახმარებლად 112-ში თავად დარეკა.

სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.

თუმცა, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. რის შემდეგაც მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ტყიდან ფეხით გამოჰყავდათ. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system