თავში

დაჭრის ფაქტზე გორში მამაკაცი დააკავეს

დაჭრის ფაქტზე გორში მამაკაცი დააკავეს
დაჭრის ფაქტზე გორში მამაკაცი დააკავეს

გორში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. მას წინ ურთიერთშელაპარაკება უძროდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,  დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3 - დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system