თავში

დაეხმარეთ დე ფაქტო რეჟიმის მუქარის პირისპირ მარტო დარჩენილ მეარაყიშვილს - DRI

დაეხმარეთ დე ფაქტო რეჟიმის მუქარის პირისპირ მარტო დარჩენილ მეარაყიშვილს - DRI
დაეხმარეთ დე ფაქტო რეჟიმის მუქარის პირისპირ მარტო დარჩენილ მეარაყიშვილს - DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესაწყვეტად, საქართველოს მთავრობას მის ხელთ არსებული ყველა მექნიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

DRI მეარაყიშვილის საკითხის სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე დაყენებას ითხოვს. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის საკითხის მოგვარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართვის წერილი გაუგზავნეს.

"სამ წელზე მეტია, ახალგორელი სამოქალო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია მიმდინარეობს გამოძიება აბსურდული ბრალდებით. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, თამარს წლებია შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელებში რაიონის პროკურორი ემუქრება. სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა აქტივისტისთვის ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენა. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპნიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

თამარ მეარაყიშვილი ამ ინცინდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და ასევე ბრალს სდებს „ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში“. სწორედ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტრო ენერგიის დავალიანების მისი შეფასებით, „უკანონო“ ჩამოწერას.

სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა აქამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

დე ფაქტო ხელისუფლების მუქარის და დაშინების პირისპირ მარტო აღმოჩენილი თამარ მეარაყიშვილის დასახმარებლად, მოგიწოდებთ:

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესაწყვეტად, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექნიზმი. ამასთანავე, ეს საკითხი დააყენოთ სექტემბრის ბოლოს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

შეიმუშავოთ სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები, შექმნათ ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროებისას, ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ორ წელზე მეტია, რაც თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება არ შეუძლია. ის 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა და დოკუმენტები ჩამოართვა. ე.წ. პროკურატურა მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება - საქართველოს მოქალაქეობის ქონის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებას. მიმდინარე წლის ივლისში ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მხირდან უყურადღებობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქში დარჩენის იძულების მცდელობად შეაფასა. 2018 წლის აპრილში ნინო ლომჯარიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system