თავში

დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია - ნიკოლოზ ყიფშიძე

დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია - ნი
დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია - ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 

ექიმის თქმით, სააკაშვილს დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა.

"პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საერთო სისუსტე გრძელდება, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. პლუს ამას, დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც. პირველ რიგში, ეს არის კუჭნაწლავის პრობლემები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ეს, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა მულტიპროფილური ექიმების ერთად შეკრება, რომ გადავწყვიტოთ, რატომ მოხდა ეს. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა როდესაც შიმშილობდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ახლა ისევ დაიწყო ანემია“,- განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ არის ადეკვატური მის საჭიროებებთან.

„ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system