თავში

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "მიუ" შტამი - რას ამბობს პაატა იმნაძე

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "მიუ" შტამი - რას ამბობს პაატა იმნაძე
დაფიქსირდა თუ არა საქართველოში მიუ შტამი - რას ამბობს პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში "მიუ" შტამი არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში პრობლემას შტამები "დელტა" და "დელტა +" წარმოადგენს.

"მიუ" შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა.

თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს - ასე რომ მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია.

მუტაციები სულ იქნება,"მიუ" იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია "დელტა", მათ შორის, "დელტა +", რომელიც უკვე დაახლოებით 20%-ია და ამაზე ვიფიქროთ ჩვენ, რომ როგორ დავიცვათ თავი ამისგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, "მიუ" შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც ის, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს.

"მიუ" შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე", - განაცხადა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system