თავში

დაფიქსირდა თუ არა "ომიკრონი" საქართველოში - გამყრელიძის განმარტება

დაფიქსირდა თუ არა "ომიკრონი" საქართველოში - გამყრელიძის განმარტება
დაფიქსირდა თუ არა ომიკრონი საქართველოში - გამყრელიძის განმარტება

ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება დაახლოებით სამჯერ მეტია.

"ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ "ომიკრონი" არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია", - განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system