თავში

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "მიუ" შტამი - გაბუნიას განმარტება

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "მიუ" შტამი - გაბუნიას განმარტება
დაფიქსირდა თუ არა საქართველოში მიუ შტამი - გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის "მიუ" შტამის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, "მიუ" შტამი რაიმე განსაკუთრებული აგრესიულობით არ გამოირჩევა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ახალ "მიუ" შტამს აფასებს როგორც ინტერესის საგანს და არა განგაშის საგანს როგორც "დელტა" შტამთან მიმართებაში მოხდა. "დელტა" შტამი მაინც მთავარი წუხილის საგანი ხდება.

"მიუ" შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით არის ბევრი ქვეყანა დაკვირვების პროცესში, ჩვენთან არ დაფიქსირებულა ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა. 

რაიმე განსაკუთრებულ აგრესიულობას ამ ახალ ვარიაციას ვერ მიაწერენ, თუმცა ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ, თუ რა იქნება მსოფლიო გამოცდილება და ამის მიხედვით ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system