თავში

დაგროვებითი პენსიის სქემაში 923 258 ადამიანია ჩართული

დაგროვებითი პენსიის სქემაში 923 258 ადამიანია ჩართული
დაგროვებითი პენსიის სქემაში 923 258 ადამიანია ჩართული

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, პარლამენტს 6 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ლევან სურგულაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემები გააცნო. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით საპენსიო სქემაში სულ ჩართულია 923 258 ადამიანი, საიდანაც 215 667 საჯარო სექტორში დასაქმებული პირია. მისივე თქმით, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან მის დატოვებაზე განაცხადი 162 842 ადამიანმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, სულ უფრო მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელებიც საკუთარი ნებით ტოვებენ საპენსიო სააგენტოს, რასაც მოწმობს ბოლო 4 თვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს სქემას 100 ათასი ადამიანი დაემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system