თავში

"დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა

"დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა
დაგვანებონ თავი ამ ადამიანებმა - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, სხვადასხვა ტელეკომპანიას შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ფოტოებით, თუ კადრებით, ასევე სხეულის დაზიანებებზე საუბრით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

„არაერთხელ გააკეთეს ექსპერტებმა განცხადება, რომ დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, მაგრამ ამ დაზიანებების ხარისხი, მიყენების მექანიზმი და დროის განსაზღვრა საჭიროებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, ე.წ. ჰისტოლოგიურ კვლევებს.

მაპატიეთ, თქვენს კოლეგებს ეხება, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია – ვიზუალური თვალსაზრისით ამ ძალად სკანდალების მოსმენისას ყოველ დღე, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ფოტოები აღმოაჩინა, თითქოს ვინმემ რაღაც დასკვნა დადო, არ დაიჯეროთ! რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. 

ექსპერტების თქმით, პირველადი დათვალიერებით ძვლების მოტეხილობის ბავშვს არ აღენიშნება. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ვიღაცამ არ სცემა და არ ჩაახრჩო წყალში, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვიცოდეთ?! ოჯახს არ უნდა თავის მოტყუება და დაგვანებონ რა ამ ადამიანებმა თავი, ვისაც რაღაცის თავზე მოხვევა უნდათ. ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მთავარია სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ამიტომ ამ დაზიანებებზე შემიძლია ეს გითხრათ. იყო მთელ სხეულზე, თუმცა მოტეხილობების სახით ეს დაზიანებები არ იყო“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system