თავში

დაგვესია მისი მრევლი და უფლის მტრები გვეძახა - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

დაგვესია მისი მრევლი და უფლის მტრები გვეძახა - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
დაგვესია მისი მრევლი და უფლის მტრები გვეძახა - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"გუშინ სასულიერო პირების გაცნობის პროექტი დავიწყეთ. არაფერი ისეთი, მათივე გამონათქვამების კოლაჟებს ვაკეთებთ - ჩვენი სარედაქციო პოზიციის გარეშე. დაგვესია მისი მრევლი და უფლის მტრები და ანტიქრისტეები გვიძახა.

ანუ თავად გიორგი პავლოვი არ ყოფნით, უფალს ებრძვი, ქრისტეს, ქართველობას ... რაღაც უფრო დიდს, პავლოვი არაა საკმარისი. თუ შეახსენე რომ მამა გიორგი პავლოვი უფალი არაა, ღიზიანდებიან. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც მრევლს დასცინიან, იგივენაირად მოქმედებენ. როცა ეკამათები - საკუთარი თავი არ ყოფნით, საკუთარი პოზიციიდან არ გეკამათებიან, რაღაც სიმრავლეს იხმობენ საშველად ბოლოს - “მე ბევრი ვარ”.არც მამა გიორგი პავლოვია უფალი და არც ბევრი ნიშნავს მართალს. და საბოლოო ჯამში ყველა ერთნაირია, ვისაც საკუთარი თავი და სიმართლე არ ყოფნის. ზოგი - გაუნათლებელი მოძღვრის მრევლია, ზოგი - სოციალური წრის" - წერს ჩერგოლეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system