თავში

8 თვეში საქართველოში 3 764 ავარია მოხდა, დაიღუპა 314 ადამიანი

დაიღუპა 314 ადამიანი
8 თვეში საქართველოში 3 764 ავარია მოხდა, დაიღუპა 314  ადამიანი

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა - 5 212. ამის შესახებ ინფორმაციას „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოსა და დედაქალაქში საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულობა გაზრდილია.

„მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე დაიღუპა 14 (16 წლამდე მოზარდი), ხოლო დაშავდა 579 მოზარდი.

დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 3904 შემთხვევა მოხდა დაიღუპა 333 ადამიანი, დაშავდა - 5546. 2018 წლის ამავე პერიოდში სულ მოხდა 4196 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 და დაშავდა 5989 ადამიანი.

დედაქალაქში, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1926 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 62 და დაშავდა 2405 ადამიანი. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დედაქალაქში 1996 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 63 ადამიანი დაიღუპა 2464 დაშავდა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების სტატისტიკას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტროში 15 მოზარდი გარდაიცვალა 631 დაშავდა. 2018 წლის ამავე პერიოდში გარდაცვლილია 13 მოზარდი, დაშავებულია - 646", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system