თავში

დაინფიცირებულებიდან არცერთს ჰქონია მძიმე მიმდინარეობა - იმნაძე

დაინფიცირებულებიდან არცერთს ჰქონია მძიმე მიმდინარეობა - იმნაძე
დაინფიცირებულებიდან არცერთს ჰქონია მძიმე მიმდინარეობა - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, პირველი ინექციის შემდეგ, დაინფიცირებულ პაციენტთა შორის, არც ერთი მძიმე შემთხვევა არ ყოფილა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სტატისტიკა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

"ჩვენ გვაქვს შედეგები, ახლა ვამუშავებთ, ვინც გახდა ავად პირველი დოზის შემდეგ, ასეთი შემთხვევები არ არის ცოტა, საინტერესო მონაცემებია და გამოვაქვეყნებთ, პრაქტიკულად, არცერთს არ ჰქონია მძიმე მიმდინარეობა. ეს არის ვაქცინის დამსახურება, ერთი დოზის მერეც კი," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system