თავში

დაისაჯონ დამნაშავეები!- პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

დაისაჯონ დამნაშავეები!- პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება
დაისაჯონ დამნაშავეები!- პრეზიდენტი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, მომხდარი დროულად გამოიძინონ. 

,,კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!", - წერს პრეზიდენტი ,,ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system