
ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა.
ავტომობილებს გზებზე გადაადგილება უჭირთ.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულ შეტყობინებებზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას.
მათივე ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინებები ძირითადად დიღომიდან შედის.