თავში

დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია - მინისტრი

დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია - მინისტრი
დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია - მინისტრი

ივლისის თვიდან ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციისთვის მობილიზებულია და გადამზადებულია ამცრელი ბრიგადებიც.

„ქვეყანაში აბსოლუტური მზაობაა, ეს პროცესი მიმდინარეა. როგორც დაანონსებულია, ივლისის თვიდან უკვე დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია ქვეყანაში, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი, როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე ამცრელი ბრიგადებისთვის საჭირო გადამზადებები და ტრენინგები. ასევე, ის საჭირო მოცულობები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება",-აღნიშნავს ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system