თავში

დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია - გაბუნია

დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია - გაბუნია
დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია - გაბუნია

მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება ზაფხულში. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ვაქცინაციის პროგრამაში დამატებითი კლინიკების ჩართვაზე.

 „დამატებით 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება თბილისში მზადაა იმისთვის, რომ ჩაერთოს ეტაპობრივად პროგრამაში. თბილისში დამატებითი ვაქცინაციის ადგილები გაჩნდება და გარდა ამისა, მიდის მუშაობა თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის დიდი წარმადობის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო და იქ უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტები იქნება დაცული“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system