თავში

დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია - ეკატერინე ტიკარაძე

დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია - ეკატერინე ტიკარაძე
დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე.

მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად.

"მიუხედავად ამისა, საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაცილებით მეტი რაოდენობას მოსახლეობას მივეცით ხელმისაწვდომობას ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც ასევე მიწოდების უსაფრთხოებითაც არის უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინა, რათა დავაკმაყოფილოთ ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კვირის მანძილზე ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო მოწოდებული, ეს იყო დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი სამი ათასი. გუშინ ჩვენ გვყავდა სამი ათასზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს. აცრილია ამ ეტაპზე 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს. ისევე როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს მზადება, არჩეული იქნება ოთხი მსგავსი დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system