თავში

დაიწყეს ტელევიზიებში შესვლა, ნიკა გვარამია, მაგრად სდექთ! თქვენთან ვარ! - გრიგოლია

დაიწყეს ტელევიზიებში შესვლა, ნიკა გვარამია, მაგრად სდექთ! თქვენთან ვარ! - გრიგოლია
დაიწყეს ტელევიზიებში შესვლა, ნიკა გვარამია, მაგრად სდექთ! თქვენთან ვარ! - გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "პირველის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის წახალისება გრძელდება. აღნიშნულით ის "მთავარი არხის" რეპორტიორთან და რესპონდენტთან დაკავიშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. 

ამასთან, გრიგოლიას ინფორმაციით, ტელეკომპანიებში ფინანსური სამსახურები შედიან. 

"აგიჟებენ და აგიჟებენ თავიანთ ჩლუნგებს, რომ მედიას დაესხნენ თავს. წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება ჟურნალისტებზე. ამათ მართლა ქუჩაში მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი. თანაც 37-იანი რეპრესიების მსგავსად, ხალხის სახელით ,,ხალხის მტრების,, წინააღმდეგ -ჩვენგან რომ ცდილობენ შექმნან თავიანთი საბჭოთა პროპაგანდით.

პარალელურად დაიწყეს ტევებში შესვლაც. ,,მთავარ არხს,, შეუსიეს ფინანსური. ხოდა, მერამდენედ ვამბობ, როცა თქვენ მოგადგებიან, ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლებში, ვეჭვობ, მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში მაგ დროისთვის, სადაც თქვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ისაუბრებთ. ზოგი კია მაგის ღირსი, საერთოდ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მაგრამ მთელი ქვეყნის ინტერესს მაგ ზოგს ხომ არ გადავაყოლებთ. Nika Gvaramia მაგრად სდექთ!! ფიზიკურად ვერ,მაგრამ გულით თქვენთან ვარ!" - წერს გრიგოლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system