თავში

ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი დაკარგა - თალაკვაძე

ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი დაკარგა - თალაკვაძე
ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი დაკარგა - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით  წიკლაურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს უსამძიმრებს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ქართველმა მსმენელმა დიდი არტისტი დაკარგა, თუმცა თემურ წიკლაურის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ისტორიას. 

"ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა. თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს",- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი; საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი 2014 წელს გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system