თავში

დაკარგული მოზარდი იპოვეს

დაკარგული მოზარდი იპოვეს
დაკარგული მოზარდი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული 14 წლის  ბიჭი იპოვეს. მოზარდი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

დეიდის ინფორმაციით, ბავშვმა თქვა, რომ თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიჭი სახლიდან დაუკითხავად გავიდა, თუმცა, სხვა დროს გაუჩინარების შემთხვევა არ ყოფილა. 

მოზარდს სამართალდამცველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system