თავში

დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს

დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს
დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს

11 წლის მოზარდი, რომელსაც დედოფლის წყაროში მეორე დღეა ეძებდნენ, სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსში იპოვეს. მოზარდი უკვე დედოფლისწყაროში, სახლში დააბრუნეს. ის ჯანმრთელია და რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა, მეორეს თბილისში, ბიძასთან გაყოლა სთხოვა, თუმცა ისინი ადგილზე არ ჩასულან. 11 და 14 წლის მოზარდები ლილოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა შენიშნეს და ბავშვებს კითხვები დაუსვეს. რა დროსაც მოზარდებს პოლიციის შეეშინდათ, გაიქცნენ და მათი გზები გაიყო. სწორედ ამიტომ, ნაპოვნმა 11 წლის ბიჭმა, არ იცის სად შეიძლება იყოს მისი მეგობარი. 

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდები სახლიდან გუშინ გავიდნენ და მათ მეორე დღეა ეძებდნენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system