თავში

დაკარგულის მამა: პოლიციელებმა იპოვეს შორტები და ქუდი

დაკარგულის მამა: პოლიციელებმა იპოვეს შორტები და ქუდი
დაკარგულის მამა: პოლიციელებმა იპოვეს შორტები და ქუდი

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მამის, დავით ფილფანის, განცხადებით პოლიციამ შორტი და ქუდი იპოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ნივთები მის შვილს არ ეკუთვნის. 

დავით ფილფანი ვარაუდობს, რომ მისი შვილი თბილისში იმყოფება. მისივე განმარტებით, ოჯახი პოლიციასთან და მაშველებთან მუდმივად თანამშრომლობს, თუმცა მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.

"ამ მომენტისთვის სიახლე არაფერია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. გვეხმარება უამრავი ადამიანი, განცხადებებს აკრავენ და ავრცელებენ თავიანთ ახლობლებში. ვფიქრობთ რომ შეიძლება ახლა თბილისისკენ წამოსულიყო. აქამდე ვიყავით შავი ზღვის სანაპიროზე და ვაკვირდებოდით, როგორ მუშაობდნენ მაშველები. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ თუ ის იქ გამოჩნდება, ამის შესახებ პოლიცია შეიტყობს. გვაჩვენებენ ვიდეო კამერების მონაცემებს. ასევე გვაწვდიან იმ ინფორმაციას, რასაც მოქალაქეები გადასცემენ. მაშველებთან და პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. მათ იპოვეს შორტები და ქუდი, მაგრამ ჩვენი შვილის არ აღმოჩნდა. არც ველოსიპედის კვალი ჩანს სადმე. ახლა ისღა დაგვრჩენია, გამოძიებას დაველოდოთ", - განაცხადა დაკარგულის მამამ.

ცნობისთვის, 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.

წყარო: ფორმულა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system