თავში

დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუა გიორგი შაქარაშვილის დედას მიმართავს

დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუა გიორგი შაქარაშვილის დედას მიმართავს
დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუა გიორგი შაქარაშვილის დედას მიმართავს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ბაბუა ამბობს, რომ მდევრებს შაქარაშვილი არ უნახავთ. მისი თქმით, დევნა იყო, თუმცა მხოლოდ ამირხანაშვილი ნახეს ბუჩქებში და ის დიდუბეში ჩამოიყვანეს. გზაში კი, მას ამშვიდებდნენ და წყალი და სიგარეტიც შესთავაზეს. 

"პირველ რიგში მივუსამძიმრებ ოჯახს, ის ბიჭი არის ზეცაში, სამჯერ ვიყავი მკვდარი. მოვიდეს ძიება ნახალოვკაში თუ რამე შეხება ჰქონია ჩემს შვილიშვილს პოლიციასთან, ნებისმიერ უბნელ ქალბატონთან, ბიჭთან თუ ხელი აქვს აწეული....დევნა იყო, სიმართლე ვთქვათ, გამოვეკიდეთო, სამნი გაიქცნენ და გავეკიდეთო, შაქარაშვილი არ უნახავს, ერთი ამირხანაშვილი ნახეს ბუჩქებში, ჩიქოვანმა უთხრა არ უჩხუბიაო ამას, ჩასვეს მანქანაში, წყალი შესთავაზეს, სიგარეტი შესთავაზეს, ჩამოიყავნეს დიდუბეში. 48 კაცი რომ შეიკრიბა მცხეთის, საგურამოს პოლიცია რას აკეთებდა. ჩემი შვილიშვილის ეკლესიურად მყავს გაზრდილი, მიტევება ვასწავლე. გასარჩევად წავიდა, შესარიგებლად და არა საჩხუბრად. თამუნას რა ვუთხრა, როგორ უნდა მივიდე ჯერ, რანაირად, ქალი რა დღეშია, მე იმ ბიჭზე დღე და ღამე ვლოცულობ. ზეცაშია მისი შვილი, რამდენ ხანსაც არ უნდა იცოცხლო, მთავარია როგორ იცხოვრებ“, – აცხადებს გიორგი ხომასურიძე.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system