თავში

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს
ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს

ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს. მწერის მიერ დაკბენილი ორივე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის დედა ყვება, რომ გოგოს ნაკბენები თავის არეში აქვს. ამ ეტაპზე 24 წლის გოგო მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება დაკბენილ მეორე მამაკაცს, ის გოგონას დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ისიც დაზარალდა.

ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ბზიკების მიერ მოქალაქეების დაკბენის პირველი შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი ბულვარში არ დაფიქსირებულა. მათივე განმარტებით, ზღვისპირა პარკი ორ კვირაში ერთხელ სპეციალური ხსნარებით იწამლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system