თავში

მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა - PHOTO

მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა
მარნეულის მოსახლეობას დახმარება გადაეცა - PHOTO

მარნეული მოსახლეობას, კამპანიის "დარჩი სახლში" ფარგლებში დახმარება გადაეცა. 

მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე დახმარება 100 ოჯახზე გასცა. 

სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები დაურიგდათ.

კარანტინის რეჟიმში მოქცეულ მუნიციპალიტეტებში სოციალური დახმარების გაცემა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო. ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.  ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევაა დადასტურებული.აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system