თავში

"დაქსეროქსებისას" ვირუსი უშვებს შეცდომებს - კულუმბეგოვი

"დაქსეროქსებისას" ვირუსი უშვებს შეცდომებს - კულუმბეგოვი
დაქსეროქსებისას ვირუსი უშვებს შეცდომებს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნლოგო ბიძნა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩნეს, ამ ეტაპზე საგანგაშო ნიშნებს არ ავლენს.

მისივე განმარტებით, მუტაცია ვირუსებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და ამაში უჩვეულო არაფერია. 

"საერთოდ, ნებისმიერი ვირუსისთვის და განსაკუთრებით რესპირაციული ვირუსებისთვის მუტაციური ცვალებადობები დამახასიათებელია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს მათ შინაარსში ზის, როცა ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის, ანუ, როგორც ქსეროქსის მანქანას, ისე იყენებს ადამიანის ორგანიზმს, ამ გადაწერის დროს, შეიძლება, რაღაც შეცდომა დაუშვას. ვთქვათ, ადამიანს ვეფხისტყაოსანი რომ მისცე გადასაწერად, შეცდომებს დაუშვებს, ზუსტად ასე უშვებს შეცდომებს ვირუსი "დაქსეროქსებისას", როცა ვრცელდება მილიონობით ადამიანში. სწორედ ამ დაქსეროქსებისას ფიქსირდება შეცდომები და ამაში უჩვეულო არაფერია.

მუტაცია ჯერ ჩინეთში დაფიქსირდა, შემდეგი მუტაცია კი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ, ჩინეთის შემდეგ ევროპაში დაფიქსირდა. ახლა უკვე დომინანტურია 614 G მუტაიცა, რომელიც განაპირობებს სწორედ ადვილად გავრცელებას ამ ვირუსის, მაგრამ მის სირთულეზე, ან პირიქით, კლინიკური ნიშნების შემსუბუქებაზე ჯერ საუბარი არ არის. რატომ გვეშინია მუტაციების? იმიტომ, რომ სამკურნალო-საწამლო საშუალება ჯერ არ გვაქვს. ასევე მნიშნელოვანია და გვეშინია, რომ ამ შტამმა ვაქცინას არ შემოუაროს და არ დავრჩეთ ვაქცინის გარეშე. 

ჯერ-ჯერობით ამის საგანგაშო ნიშნები არ არის. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმაც აღნიშნა. თუმცა პირველი მინიშნებები სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონებში დაფიქსირდა, რადგანაც როდესაც პაციენტებში იყენებდნენ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმას, ნახეს, რომ ამ პლაზმის ეფექტურობა იყო ძალიან დაბალი და სწორედ მაშინ დაიწყეს მიზეზის ძიება, თუ რატომ არ უხდებოდათ გამოჯანრთლებეული ადამიანების პლაზმა ახლად დაავადებულებს. სწორედ ეს კლინიკური მიგნება და დაშვება გახდა მიზეზი იმისა, რომ მოეძებნათ ეს ახალი შტამი. ჯერ-ჯერობით იკვლევენ ამ ყველაფერს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ეს დომინირებული არ არის, მასობრივად გავრცელებული არ არის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები" - განაცხადა კულუმბეგოვმა. , 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system