თავში

"დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს" - მეუფე იაკობი პანსიონზე

"დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს" - მეუფე იაკობი პანსიონზე
დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს - მეუფე იაკობი პანსიონზე

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორად დაინიშნა, აცხადებს, რომ ბავშვთა პანსიონში სიტუაცია გარედან აურიეს და ახლა მის დალაგებას ცდილობს.

მისივე თქმით, სიტუაციაში ბოლომდე გარკვევამდე, სახალხო დამცველს თბილისში შეხვდება და ცივილიზებულად დაელაპარაკება.

"ცოტა ხანს დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს.

მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ, არ ვარ ის ადამიანი, ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ არ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, აი, გარედან ძალიან აურიეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

მეუფე იაკობმა ბავშვთა სახლის დირექტორის პოზიციაზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი 14 ივნისს ჩაანაცვლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system