თავში

დამეხმარეთ, გთხოვთ, ვერ ვერევი ამ არაადამიანებს - თიკა ჯამბურია

დამეხმარეთ, გთხოვთ, ვერ ვერევი ამ არაადამიანებს - თიკა ჯამბურია
დამეხმარეთ, გთხოვთ, ვერ ვერევი ამ არაადამიანებს - თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძაღლთან დაკავშირებით დახმარება სჭირდება. აღნიშნულ პრობლემაზე მომღერალი ადრეც წერდა

„არ ვიცი რა უნდა ვთქვა! არ ვიცი. დამეხმარეთ რა, გთხოვთ, მარტო ვერ ვერევი ამ არაადამიანებს. 

ყველა იცნობთ ძაღლს, სახელად სქელო, იგივე მოკლე, ეს რამოდენიმე დღე რაღაც ხშირად თვალში არ მხვდებოდა, იმ დღეს წვიმის დროს სკვერში ხესთან მობუზულიც კი იჯდა. წესით მიწისქვეშა გვირაბში ბინადრობს და იქ უნდა ყოფილიყო. ეხლაც ჩავედი და ვერსად ვნახე, მითხრეს რომ გუშინ მუნიციპალიტეტი მოსულა და ამ ადგილიდან გაუგდიათ.

მიზეზი? ხელს უშლის გამვლელებს და ვიღაც ბავშვზე გაიწია. ეს არის ტყუილი, ის არავის ერჩის, ღმერთმა იცის როგორ გააგდეს და შეშინებულია ეტყობა. რა უნდათ, ვის რას უშლის ვერ გავიგე, ამ ერთი ბეწო სიყვარულის ბუშტს ძალიან ვდარდობ, რამე არ დაუშავონ ან არ გადასვან სხვაგან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვთ მიუსაფარ ცხოველებს“ – თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system