თავში

ლაგოდეხში ცოფიანმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

ლაგოდეხში ცოფიანმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა
ლაგოდეხში ცოფიანმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოფიანმა ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ცოფის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაფიქსირდა უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს -სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ", - აცხადებენ უწყებაში.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

,,ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ", - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) დაავადების ამთვისებელი 300 ათასამდე ცხოველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system