თავში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე. 

ამ დროისათვის, სულ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ის არ გაზრდილა და კვლავ 879-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system